მთავარი სიახლეების არქივი

,,Thw Help" - ფილმის ჩვენება ქედელი ახალგაზრდებისთვის

ამ წუთებში, ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, ბათუმის ამერიკული კუთხისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ქედაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მხატვრული ფილმის - ,,Thw Help" საჯარო ჩვენება მიმდინარეობს. ეიბილინ კლარკი შუახნის აფრო-ამერიკელი მოახლეა, რომელიც მთელი ცხოვრება თეთრკანიანებს ეხმარებოდა მათი შვილების აღზრდაში. მას საკუთარი შვილი დაეღუპება. მინი ჯექსონი-აფრო-ამერიკელი მოსამსახურეა, რომელიც ხშირად შეურაცხყოფს ადამიანებს, რომლებთანაც მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი სიღარიბეს ებრძვის, ის კი მუდმივად სამსახურს ეძებს. ეუგენია ფელანი ახალგაზრდა თეთრკანიანი ქალია, რომელიც კოლეჯის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მოახლე, რომელიც ბავშვობაში მასთან მსახურობდა გაუჩინარდა. ეს სამი ისტორია ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ჯექსონში, მისისიპიში ცხოვრებას აღწერს. ფილმის ჩვენება ოფიციალურად ამერიკული კუთხის წარმომადგენელმა გახსნა, ხოლო ფილმის ჩვენების მნიაშვნელობაზე ისაუბრა კულტურის დეპარტამენტის უფროსმა თეა ჭანტურიშვილმა. ფილმის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაიგონ მეტი ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამებისა და რესურსების შესახებაც.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?