მთავარი სიახლეების არქივი

სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

ქედის კულტურის ცენტრში, დღეს სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა.

ოლიმპიადა აჭარის ა რ ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია" ფარგლებში იმართება, რომლის ფინანსური მხარდამჭერი მუნიციპალიტეტში ქედის მერიაა.

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს კომპეტენტური ჟიური აფასებს.

ოლიმპიადის მეორე ტური 8 მაისს, ხოლო 10 მაისს ფინალური ეტაპი - დაჯილდოება გაიმართება.

ქედის თვითმმართველობა წარმატებებს უსურვებს მონაწილე ანსამბლებს!

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?