მთავარი სიახლეების არქივი

შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამა

,,შიდა საუბნო გზების მოწესრიგების" პროგრამას ქედის მერია, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად და წარმატებით ახორციელებს.

წელს პროგრამის ბიუჯეტი 503 700 ლარამდეა, რომლის ფარგლებში მოწესრიგდება გზის ავარიული მონაკვეთები, გატარდება პრევენციული ღონისძებები და კეთილმოეწყობა საუბნო საავტომობილო გზები.

პროგრამის ფარგლებში, მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე, მონიტორინგის ჯგუფთან ერთად სოფელ ჩეტკიძეებში, ავარიული შიდა საუბნო გზის მოწესრიგების პროცესს ადგილზე გაეცნო, რომელიც წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 173 000 ლარია და მალე, ადგილობრივები უსაფრთხოდ შეძლებენ სოფელში გადაადგილებას.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?