მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს მორიგ სდომაზე სამი საკითხი განიხილეს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი №01-06/04 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

საკრებულომ დაამტკიცა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს განსახორციელებელი ის ღონისძიებები, რომელიც აღნიშნული პროგრამის მიხედვით მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით მერს მიეცა თანხმობა დაბა ქედა აკ. წერეთლის ქ. №4 (ყოფილი №3)-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 242.3 კვ.მ. ფართობის სსიპ - კოლეჯი „ბლექსი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უვადოთ, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2021 წლის I კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?