ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე № 01-06/12 სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გამართულ რიგგარეშე №01-06/12 სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს „ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტი.
საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა - არჩილ დევაძემ, ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2019 წლის 15 თებერვლის №29 განკარგულებაში 21 აგვისტოს №96 განკარგულებით შესულ ცვლილებაზე კაპიტალური პროექტების ჩამონათვალში, რის გამოც, აუცილებელი გახდა აღნიშნული ცვლილების ასახვა „ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №49 დადგენილებაში.
წარმოდგენილი პროექტი საკრებულოს წევრთა უმრავლესობით იქნა მხარდაჭერილი.
სიახლეების არქივი
| კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 |