მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში რეპუბლიკური ტურნირი მიმდინარეობს ფრენბურთში

ქედის სასპორტო სკოლის დარბაზში დღეს დილიდან ავთანდილ ბერიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი მიმდინარეობს ფრენბურთში და მასში მონაწილეობას რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდები ღებულობენ. ავთანდილ ბერიძე ქედელი სპორტსმენი გახლდათ, რომელმაც ქედის ნაკრებ გუნდებს წლების განმავლობაში არაერთი წარმატება მოუპოვა. იგი სიცოცხლის ბოლომდე დამსახურებული მწვრთნელის ამპლუაში იყო. მის ტრადიციებს კი ეხლა ვაჟი - ჯემალ ბერიძე აგრძელებს. ტურნირი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მესამედ ხორციელდება და მისი მიზანია დამსახურებული სპორტსმენების ხსოვნის უკვდავყოფა. ,,თავდაპირველად სოფლად ვატარებდით შეჯიბრებებს, შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობამ რესპუბლიკურ ტურნირად აქცია. რათქმა უნდა სასიხარულოა. ტურნირი ხომ მამაჩემის სახელს ატარებს" - განაცხადა ქედის ნაკრების მწვრთნელმა ჯემალ ბერიძემ. ტურნირს ქედის გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძე საჯარო მოხელეებთან ერთად ესწრება. პროგრამის ბიუჯეტი 2 200 ლარს შეადგენს

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?