მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოწვა ზვავი, განვითარდა მეწყრული პროცესები საავტომობილო გზაზე

რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის შედეგად, ქედაში რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოწვა ზვავი, განვითარდა მეწყრული პროცესები საავტომობილო გზაზე.
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ წონიარისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი.
ქედის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.
ქედის მუნიციპალიტეტში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. მიმდინარეობს 33 მიმართულებით დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა.
ქედის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, სამუშაო პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?