მთავარი სიახლეების არქივი

პროექტის პრეზენტაცია შშმ პირთა სოციალიზაციის კუთხით

ახალგაზრდული ორგანიზაცია ხულოს შშმ პირთა კავშირისა და ა(ა)იპ ,,უსინათლოთა ხმის" ორგანიზებით, დღეს ქედის მერიაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი პროექტის - ,,შშმ პირთა სოციალიზაციის კუთხით განხორციელებული მუნიციპალური პროექტების მონიტორინგი და ადვოკატირება" ფარგლებში, პროექტის მიზნების, ამოცანების, შედეგების გაცნობა და სამომავლო გზების დასახვა იყო.

პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობა.

ღონისძიება ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის (2017-2020) ფარგლებში და ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?