მეოთხე მოწვევის საკრებულოს №01-06/18 პირველი სხდომა
დღეს, 2017 წლის 20 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს №01-06/18 პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა ოფიციალურად N80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძემ გახსნა. კანონმდებლობის შესაბამისად, სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ტარიელ მანველიძე უძღვებოდა.
რეგლამენტის შესაბამისად, შეიქმნა ორი ფრაქცია: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ,,ქართული ოცნება"
ხმათა უმრავლესობით სხდომაზე არჩეული იქნა საკრებულოს თავმჯდომარედ - შუქრი თურმანიძე, ხოლო მოადგილედ რომან დავითაძე.
ასევე ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა შემდეგი კომისიის თავმჯდომარეები:
_ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ - ამირან დევაძე;
_ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ - რეზო თურმანიძე;
_ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტუქტურის კომისიის თავმჯდომარედ - გოჩა გორგილაძე;
_ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ოთარ ხარაძე;
_ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - სილოვან ბერიძე.