მთავარი სიახლეების არქივი

ყველაზე ხანდაზმული წყვილი საქართველოში ქედიდან

ოჯახი სიყვარულს რომ უნდა ეფუძნებოდეს, რომელსაც არც დრო აქვს და არც ასაკი, ამისი ნათელი მაგალითი ქედის მუნიციპალიტეტის მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები თურმანიძეების ოჯახია. 95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეების ოჯახს უნიკალურობას მათი 76 წლიანი თანაცხოვრება სძენს. წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა და ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდა: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. ოჯახი დღეს აჭარის ა რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ, ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მინისტრმა რეკორდსმენ წყვილს თანაცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და სიმბოლურად, საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსანი" გადასცა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ოჯახი ყვავილებით, ტკბილეულობითა და საოჯახო ტექნიკით დაასაჩუქრა. ,,მართლაც უნიკალური ოჯახია, რამოდენიმე წელია გამგეობა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს წყვილის მიმართ. ჩვენი მიზანი ოჯახის ფართო მასშტაბით გაცნობაა. შესაძლებლობების ფარგლებში ვზრუნავთ მსგავსი ოჯახების პოპულარიზაციაზე. ამაყი ვარ რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები ჩვენი თანამოქალაქენი არიან! ეს არის მაგალითი თაობებისთვის სიყვარულით თანაცხოვრებისა...ვულოცავ ოჯახს! არა მარტო ჩვენს რეგიონს, სრულიად საქართველოს, რომ რეკორდის დამყარება სიყვარულით შეგვიძლია! " - აღნიშნა დავით დუმბაძემ. ღონისძიება ოჯახის დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც პატრიარქის კურთხევით საქართველოში 17 მაისს აღინიშნება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?