მთავარი სიახლეების არქივი

კონკურსი

→ ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთახი“ და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს კონკურს ,,ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომსი განაპირობებს ქალთა აქტიურობას და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას.

→ პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარს შეადგენს.

  • კონკურსში მონაწილე პროექტის ღირებულება 500 – 4 500 ლარამდეა, ასევე პირის ან ჯგუფის თანამონაწილეობა პროექტის მთლიანი ღირებულების 20 % უნდა შეადგენდეს.

→ კონკურსით ისარგებლებს:

  • 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტში.

→ კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:

  • პირს, რომელიც არის გასულ წელს ამ კონკურსში გამარჯვებული;
  • პირს, რომელსაც აქვს საბანკო დავალიანება, ყადაღა და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში;
  • საჯარო მოხელე.

→ ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე: განაცხადის ფორმა

→ განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 ივნისი 18:00 სთ.

→ განაცხადი უნდა შემოიტანოთ

  • ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია;
  • ელ-ფოსტა: keda.kancelaria@gmail.com

→ კონსულტაციის მიღება შესაძლებელია:

  • მობ: 599 32 64 00; 595 01 05 69
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?