კონკურსი
23 მაისი 2023
→ ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთახი“ და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს კონკურს ,,ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“, რომლის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომსი განაპირობებს ქალთა აქტიურობას და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას.
→ პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარს შეადგენს.
- კონკურსში მონაწილე პროექტის ღირებულება 500 – 4 500 ლარამდეა, ასევე პირის ან ჯგუფის თანამონაწილეობა პროექტის მთლიანი ღირებულების 20 % უნდა შეადგენდეს.
→ კონკურსით ისარგებლებს:
- 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი;
- ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტში.
→ კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:
- პირს, რომელიც არის გასულ წელს ამ კონკურსში გამარჯვებული;
- პირს, რომელსაც აქვს საბანკო დავალიანება, ყადაღა და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში;
- საჯარო მოხელე.
→ ბიზნეს-იდეის შევსების ფორმა იხილეთ ლინკზე: განაცხადის ფორმა
→ განცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 ივნისი 18:00 სთ.
→ განაცხადი უნდა შემოიტანოთ
- ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია;
- ელ-ფოსტა: keda.kancelaria@gmail.com
→ კონსულტაციის მიღება შესაძლებელია:
- მობ: 599 32 64 00; 595 01 05 69
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
მარტი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |