ხატვა თემაზე ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ"
26 მაისი 2017
ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში, თემეზე: ,,მე რუსთაველის ქეყნიდან ვარ" და ,,დამოუკიდებელი საქართველო" პატარებმა მოლბერტებზე შეასრულეს ნახატები, შემდეგ კი ნამუშევრები გამოფინეს. აფორიზმები ,,ვეფხისტყაოსნიდან", გმირები, შოთა რუსთაველის პორტრეტი, საქრთველოს სახელმწიფო სიმბოლიკები და მოზარდების სურვილები - გამოფენამ დამთვალიერებლების აღფრთოვანება დაიმსახურა. ნამუშევრებს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე გაეცნო, რომლებმაც ავტორებს ნამუშევრები შეუქეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. გამგეობამ მონაწილეებს წარწერით ,,მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" მაისურები გადასცა. #26მაისი #ესდღეჩვენია #რუსთაველი850 #ქედა2017
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
აპრილი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |