მთავარი სიახლეების არქივი

გილოცავთ 2018 წელს!

ახალი წელი ქედაში განსხვავებულად აღინიშნა 2018 წელს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ოჯახებთან ერთად, საპატიო სტუმრებთან, საზოგადოების წევრებთან და ადგილობრივებთან ერთად ქედის ცენტრში, ნაძვის ხესთან შეეგებნენ. ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ, ადგილობრივებს ახალი წელი მიულოცეს და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს: უხუცესი პედაგოგი - მედიკო კვაჭაძე სასპორტო სკოლის ჭადრაკის სექცია პუბლიცისტი, ისტორიკოსი - შალვა აბაშიძე რეჟისორი - ლია მახარაძე ექიმი - გიორგი ხალვაში პოეტი - ნათელა დუმბაძე ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა ადგილობრივებისთვის საპატიო სტუმრის - ცნობილი კინომსახიობის, ზურაბ ცინცქილაძეს მიმართვა ქედელებისთვის. მსახიობმა ახალი წელი ზუსტად 12 საათზე, ანსამბლ ,,ელესას" მრავალჟამიეროს ფონზე მიულოცა ადგილობრივებს და უთბილესი სიტყვებით მოეფერა ქედას. ახალ წლის შემობრძანებას ულოცავდნენ ასევე, მუნიციპალიტეტის ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი. კონცერტში მონაწილეობდნენ ქედის კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო სკოლის ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები. ღონისძიება გაჯერებული იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით. კონცერტი ქედაში ფოიერვერკით დასრულდა. ქედის თვითმმართველობა გილოცავთ 2018 წელს! გისურვებთ წარმატებებს, სიკეთეს და წინსვლას ყველა თქვენთაგანის ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?