მთავარი სიახლეების არქივი

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პროექტის კონცეფციას და მიზანი წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და შერჩეულ 8 მუნიციპალიტეტთან (ახალციხე, დუშეთი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ქედა, ხაშური, ხარაგაული) მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ადგილობრივი და ეროვნული ჩარჩოს დახვეწას.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში 1992 წლიდან წარმატებით მუშაობს. 2023 წლის აპრილიდან GIZ-მა რეგიონული მასშტაბით ახალი სამწლიანი პროექტის, „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ განხორციელება დაიწყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და 8 მუნიციპალიტეტთან სტრატეგიული თანამშრომლობით, პროგრამა ხელს შეუწყობს შედეგზე ორიენტირებულ, გენდერულად სენსიტიურ და მონაწილეობით საბიუჯეტო პროცესებს ადგილობრივ დონეზე.

ღონისძიება სასტუმრო ,,რუმსში“ გაიმართა, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე ესწრებოდნენ.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?