დავით ფარტენაძე ევროპის პირველობაზე საქართველოს დროშით იასპარეზებს
23 ივნისი 2019
15 წლის ქედელი მოჭიდავე - დავით ფარტენაძე, 27-28 ივნისს, პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ევროპის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრები გუნდის სახელით, 41 წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
დავითი სოფელ კორომხეთში ცხოვრობს. იგი 6 წლის ასაკიდან მისდევს სპორტის ამ სახეობას და მის ანგარიშზე უკვე 35-მდე მნიშვნელოვანი ტურნირების გამარჯვებებია.
წარმატებები ქედელ სპორტსმენს და საქართველოს ნაკრებ გუნდს!