მთავარი სიახლეების არქივი

ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადის პირველი ტური ქედაში

აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია" ფარგლებში, დღეს ქედის კულტურის ცენტრში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართა, რომელშიც სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადა ქედაში გამგეობის ფინასური მხარდაჭერით (ბიუჯეტი 1600 ლარი) და რესურსცენტრის ორგანიზებით იმართება. მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური - უჩა დვალიშვილი, შოთა ჯიშკარიანი, ბადრი ცხოვრებაული, ნანა ვალიშვილი, თეონა რუხაძე და მადონა თევზაძე აფასებს. მეორე ეტაპი ხულოს, შუახევისა და ქედის ანსამბლებისთვის 5 მაისს, ქედის კულტურის ცენტრში გაიმართება, ხოლო ფინალური ეტაპი 8 მაისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. ქედის თვითმმართველობა მონაწილე ანსამბლებს წარმატებებს უსურვებს!

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?