მთავარი სიახლეების არქივი

15 ეკომიგრანტ ოჯახს დაბა ქედაში საახალწლო ნობათები გადაეცათ

აჭარის ა რ მთავრობის ინიციატივით, დაბა ქედაში, ეკომიგრანტთა ბინაში მცხოვრებ 15 სოციალურად დაუცველ ოჯახს, დღეს საახალწლო ნობათები ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, მოადგილე გურამ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძემ, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ბინაზე გადასცეს და ახალი წლის დადგომა მიულოცეს. ,,9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ეკომიგრანტთა ბინაში, 64 ოჯახი ცხოვრობს, მათგან სამწუხაროდ 15 სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს. სწორედ დღეს, ბედობას გადავწყვიტეთ მივსულიყავით და გაგვეხარებინა ეს ოჯახები! ვუსურვებ ყველა მათგანს წარმატებებს, ხვავს, ბარაქას და მომდევნო წლებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას!.." - აღნიშნა ქედის მერმა. მოულოდნელმა ვიზიტმა ოჯახები ემოციურად განაწყო. მათ რეგიონის და ადგილობრივ მთავრობას უპირველესად საცხოვრებელი ფართების გადაცემისთვის, შემდეგ კი გამოჩენილი ყურადღებისთვის გადაუხადეს მადლობა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?