მთავარი მერია სიახლეები

ქედაში, კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნება.

ქედაში, კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნება.

სოფელ ახოში, ახალი პარკის მშენებლობისთვის პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყო რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა: დასასვენებელი ფანჩატური, დეკორატიული ქვაფენილი, წყლის შადრევანი, ლამპიონები, მწვანე საფარი და დეკორატიული ხეები.

სკვერი აღჭურვილი იქნება სხვადასხვა ტიპის საბავშვო გასართობი ატრაქციონებით და ტრენაჟორებით.

ახალი პარკის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 466 419 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს ,,ლეგიონი“ ახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მამუკა თურმანიძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?