მთავარი მერია სიახლეები

მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალურ ორგანიზაციებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

იმსჯელეს ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და დროული სერვისების მიწოდების, ასევე კულტურული ღონისძიებების ორგანიზების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოახლოებული სახალხო დღესასწაულების საორგანიზაციო საკითხებზე. ღონისძიების ორგანიზებულად და გამართულად ჩატარების მიზნით მერმა, შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?