მთავარი მერია სიახლეები

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.

ღონისძიება დაბა ქედის N1 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების სიმღერით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ქედის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი, ასევე ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიება ყველა ასაკის ბავშვზე იყო გათვლილი. დღის განმავლობაში ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ანიმატორის და მულტფილმის გმირების მიერ მოწყობილ გასართობ თამაშებში, მოეწყო სახეზე ხატვა.

პარკში განთავსებულ დეკორაციულ სივრცეებთან და ხატვის კუთხესთან მოეწყო ფოტოსესია.

ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე, ბავშვებს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ მიულოცა.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს დაურიგდათ ნაყინი.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?