დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა
3 დეკემბერი 2025 | საკრებულო
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეკონომიიდან მიღებული ფინანსური რესურსები გადანაწილდა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე.