მთავარი სანახაობა ციხე-კოშკები

ზენდიდის ციხე

ზენდიდის ციხე

ზენდიდის ციხე ქედის მუნიციპალიტეტის ამავე დასახელების სოფელში მაღალ გორაზე მდებარეობს. მისი აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობისათვის აჭარისწყლისა და ჭოროხის აუზს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. VII-IX საუკუნეებში ბათუმ-არტანუჯის სავაჭრო ეკონომიკური კავშირის მთავარი ძარღვი ქედაში გადიოდა, როგორც ვახუშტი ბაგრატიონი ამბობს “მცირე ქალაქის მსგავსად დაბა ქედაში“ ცხოვრობდა აჭარის ბეგი. გამომდინარე აქედან ქედას სათანადო დაცვა ესაჭიროებოდა. ეს დაცვა კი, წარმოდგენილი იყო ზენდიდის ციხის სახით. აჭარის ხეობაში სხვა საფორტიპიკაციული ნაგებობების, სახელდობრ კი ბეგოშვილების, ცივასულას, საღორეთის, მთის უბანის, ჩხუტუნეთის სხვა ციხეებთან ერთად, არამარტო ქედის დაცვა ევალებოდა არამედ ხეობაში გასავალ ცენტრალურ სავაჭრო სტრატეგიული გზების. ძეგლმა ჩვენამდე მოაღწია ძლიერ დანგრეული სახით. მისი საერთო სიგრძე 50მ შეადგენს. კედლის სისქე 110-130 სმ-ია.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?