სიახლეების ძებნა თარიღით
greenbg
27 მარტი 2026
საკრებულო
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყო. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი და ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა განკარგულების პროექტები: ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონების - შპს საფეხბურთო კლუბი ბეთლემის 100%-იანი წილის მართვის უფლებით, ვადით, ელექტრონული აუქციონის ფორმით, გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ; ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსით (M3 კატეგორია) მგზავრთა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსის მოძრაობის მარშრუტების, სამგზავრო ტარიფებისა და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ.
ასევე, განხილულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში საკრებულოს 2025 წლის მუშაობის შესახებ.
ვრცლად ნახვა
greenbg
27 მარტი 2026
მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს წევრებს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
მერმა დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ძირითად მიღწევებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.2025 წელს მთლიანი ბიუჯეტის შესრულება 93,46 % -ია, გრანტები 86,75 %, მათ შორის კაპიტალური ტრანსფერით შესრულება 81,34 % -ს შეადგენს.
ვრცლად ნახვა