დღეს ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქედის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 32 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
დარგობრივ კომისიებში ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემაჯამებელი სხდომის შემდეგ, 25 ნოემბრამდე, დასკვნასთან და შენიშვნებთან ერთად, ბიუჯეტის პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის მერს დაუბრუნდება.
მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.
ვრცლად ნახვა