მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომა
დღეს, მერის სათათბირო ორგანოს - მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე თავმჯდომარეობდა.
საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე იმსჯელა: იდეების არჩევნების გამართვის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 25,25,26 ნოემბერი; არჩევნები გაიმართება ელექტრონული პლატფორმის საშუალებითაც, რაც შეამცირებს პანდემიის გავრცელების რისკებსა და მობილობას; ასევე, დაევალა საბჭოს წევრებს, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა პასუხობდეს არსებულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს.
შეგახსენებთ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა წელს პირველად ხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტში და პროგრამის ფარგლებში, სულ 13 იდეა დარეგისტრირდა.
იხილეთ იდეები:
- დაბა ქედა - 26 მაისის ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი სკვერის მოწყობა - ავტორი ხათუნა ჯოჯუა;
- დაბა ქედა - ეკნარას უბანში თავშეყრის ადგილისა და სკვერის მოწყობა - ავტორი თენგიზ თედორაძე;
- დაბა ქედა - სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა / სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა ქალებისთვის - ავტორები: მარიეტა ჯაყელი / მარი გორაძე;
- დოლოგანი - სოფელ დოლოგანში სოფლის სახლის მოწყობა - ავტორი მურმან საფარიძე;
- დოლოგანი - სოფელ დოლოგნის ცენტრის კეთილმოწყობა - ავტორი მანუჩარ კოჩაძე;
- დოლოგანი - სოფელ ჭალახმელაში მდინარის დამცავი ჯებირის აგება / სავარგულების დამცავი ჯებირის აგება - ავტორები: ტარიელ ბედინაძე / ფატი ბედინაძე;
- დოლოგანი - ლამაზი სოფელი მომავალ თაობას - მერი ჯაფარიძე;
- დოლოგანი - შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება - ავტორი ჯუმბერ საფარიძე;
- დოლოგანი - სოფელ ჭინკაძეებში შიდა სასოფლო გზის მოწესრიგება - ავტორი ადამ მიქელაძე, ეთერ სირაბიძე;
- დოლოგანი - გარე განათების ქსელის მოწყობა - ავტორი რამაზ მიქელაძე;
- დოლოგანი - შიდა გზების მოწესრიგება - ავტორი გივი ლორთქიფანიძე.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |