მთავარი მოქალაქისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტი სიახლეები

კონკურსი თემის მობილიზატორის პოზიციაზე

12-13 აპრილს, თემის მობილიზატორის პოზიციაზე, კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება) გაიმართა. 59 მონაწილიდან საკონკურსო ჟიურიმ 15 მობილიზატორი შეარჩია.
ვაკანსია გამოცხადებული იყო ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“-ს მიერ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 18 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის, პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
- ქედის მონაწილეობითი (სამოქალაქო) ბიუჯეტის პოპულარიზაციის ფარგლებში, მობილიზატორები ვალდებულნი იქნებიან: ყოველ კვირეულად, 4 დღის განმავლობაში დაბა ქედასა და 64 სოფელში, მიაწოდონ ინფორმაცია მოქალაქეებს, ქედის მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ, კარდაკრის კამპანიის ფარგლებში;
- ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში, აწარმოონ კონსულტაციები და გაუწიონ დახმარება მოქალაქეებს, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბებასა და ონლაინ რეგისტრაციის პროცესში;
- მონაწილეობა მიიღონ, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში ჩასატარებელი კენჭისყრის ტექნიკურ უზრუნველყოფაში და შეასრულონ დამკვირვებლის როლი, სამი დღის განმავლობაში;
- ყოველკვირეულად, შეადგინონ წერილობითი ანგარიში, შესრულებული სამუშაოს შესახებ.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?