მთავარი სიახლეების არქივი

ზურაბ პატარაძემ ქედაში გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულა

აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, ქედაში გაზიფიცირების პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე სამუშაოები მახუნცეთის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს.

გაზის მილები უკვე ჩადებულია 51 კილომეტრზე.

სამუშაოებში ჯამში 90 ადგილობრივია დასაქმებული.

პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.

65 კმ მანძილზე სამუშაოები 2018 წლის აგვისტოში, ვადაზე ადრე დასრულდება (ხელშეკრულებით 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს).

სამუშაოებს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ ასრულებს.

მთავრობის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ დირექტორმა გოჩა გოგიტიძემ გააცნო.

გაზსადენის დანიშნულება სამი მუნიციპალიტეტის: ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაა.

გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია.

გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარს შეადგენს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აგვისტო
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?