მთავარი სიახლეების არქივი

,,ზესოფლობა" ადგილობრივებმა ტრადიციად აქციეს

2013 წლის 1 აგვისტოს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში სახალხო დღესასწაულს ,,ზესოფლობას" ჩაეყარა საფუძველი. იდეა წმიდა სერაფიმ საროველის სახელობის ტაძრის საფუძვლის ჩაყრისას დაიბადა და მისი ავტორი სქემარქიმანდრიტი, ზესოფლის მკვიდრი სისო (ბერიძე) გახლდათ. დღეს სოფელში, სერაფიმ საროველის ხსნების დღეს, ,,ზესოფლობა" სიმბოლურად მეხუთედ აღინიშნა. ახლადაშენებულ ტაძარში საზეიმო წირვა სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა ავთანდილ ბერიძემ და საზოგადოების სხვა წევრებმა. ,,ზესოფლობას" ორგანიზებას ქედის კულტურის ცენტრი და ზვარის კულტურის სახლი უწევდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?