მთავარი სიახლეების არქივი

XI და XII კლასის მოსწავლეების საყურადღებოდ

13 ივლისს, 11 საათზე, დაბა ქედის საჯარო სკოლაში, გაიმართება XI და XII კლასიის მოსწავლეებისთვის პროექტის - "გზა ევროპისკენ" - პირველი საზაფხულო სკოლა მაღალმთიანი აჭარის მოსწავლეებისთვის" შესარჩევი კონკურსი.

საზაფხულო სკოლის ჩატარების ადგილი: შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფელი გომარდული;
თემატიკა: "ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს გამოწვევები".
ა(ა)იპ შუახევის ინტელექტ-კლუბი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალური ბიუროს მხარდაჭერით მაღალმთიან აჭარაში განახორცილეებს საზაფხულო სკოლას სახელწოდებით – გზა ევროპისკენ.

მიზანი: საზაფხულო სკოლის მიზანი, მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, შუახევი, ხულო) ახალგაზრდების ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი საერთო ევროპული ღირებულებებით მომზადება, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა; მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და და ევროპული ღირებულებების შესახებ მოსწვალეების ცნობიერების ამაღლებაა.


ამოცანა: გზა ევროპისკენ, განთლებულ და სწორად ინფორმირებულ ახალგაზრდობაზე გადის, შესაბამისად, პროექტის ამოცანაა, მოსწავლეები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკს არიან მიღწეული, ვიდრე დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, სრულ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ ასოცრების ხელშეკრულების ფარგლებში რა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ მოქალაქეს, ასევე რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თითოეულმა მათგანმა ევროკავშირის წევრობისგან. ასევე უნდა დაიმსხვრეს ბევრი მითი ევროკავშირის შესახებ, რასაც არაინფორმირებულობა იწვევს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები 6 დღის განმავლობაში მოისმენენ სემინარებს შემდეგი თემატიკაზე:
ვროკავშირის ისტორია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მითები ევროკავშირთან მიმართებაში, ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები; NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები.


საზაფხულო სკოლის მსმენელები უშუალოდ იმ ადამიანებისგან მიიღებენ ინფორმაციებს, რომლებიც რეგიონში ამ მიმართულებით მუშაობენ და მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის კუთხით.


საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას 21 მოსწავლე მიიღებს. თითოეული მუნიციპალიტეტიდან (ქედა, ხულო, შუახევი), კონკურსის წესით, შეირჩევა 7 მოსწავლე.


საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.


პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე დავითაძე 577484378
პროექტის მენეჯერი: ზვიად ფუტკარაძე 51417883

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?