მთავარი სიახლეების არქივი

ვაიოს გუნდი მაგიდის ჩოგბურთში რეგიონალური თამაშების გამარჯვებულია

ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები ,,სასკოლო სპორტული ილიმპიადა 2017"-ის რეგიონალური თამაშების გამარჯვებულია. გუნდებმა მორიგი წარმატებით დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებში მონაწილეობის საგზური მოიპოვეს. რეგიონალური თამაშები ბათუმში 29-30 აპრილს გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობას ღებულობდნენ მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული საჯარო სკოლების გუნდები: მაგიდის ჩოგბურთი (გოგონათა და ვაჟთა გუნდები) - ვაიოს სკოლა; ფრენბურთი (გოგონათა და ვაჟთა გუნდები) - დანდალოს სკოლა; კალათბურთი ( გოგონათა და ვაჟთა გუნდები) - დაბა ქედის სკოლა; მინი ფეხბურთი - დაბა ქედის სკოლა; თუმცა სხვა სახეობაში გუნდებმა შედეგი ვერ მოიპოვეს. უახლოეს მომავალში მხიარულ სტარტებში დაბა ქედის საჯარო სკოლის გუნდი იბრძოლებს რეგიონალური პირველობისთვის. ოლიმპიადაში ქედის გუნდები გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობენ. ადგილობრივი თვითმმართველობა ულოცავს ვაიოს სკოლას და პედაგოგს გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?