მთავარი სიახლეების არქივი

UNDP-ის წარმომადგენლებმა მერთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ENPARD-3 საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარება ,,სოფლად სიღარიბის შემცირება და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" წინამდებარე პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ნაწილია.

პროგრამა ENPARD ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის უშუალო ჩართულობით და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარების მხარდაჭერა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდა.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კი ევროკავშირის (EU) ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პარტნიორია საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერის საქმეში. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სამი ძირითადი საკითხი განიხილეს: გარემოს კვლევა, ანალიზი და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება.

ლევან გორგილაძემ მზაობა გამოთქვა მუნიციპალიტეტის მხრიდან პროგრამის განხორციელების ხელშეწყობაზე და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას აქტიური თანამშრომლობისთის.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?