მთავარი სიახლეების არქივი

უკრაინელი სტუმრები სამშობლოში დღეს გაემგზავრებიან

კრემენეცის მერი ალექსეი კოვალჩუკი და მეუღლე ირინა კოვალჩუკი, საქართველოდან დღეს გაემგზავრებიან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ქედის მუნიციპალიტეტს და ქალაქ კრემენეცს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს. ოფიციალური სტუმრები ტრადიციულ დღესასწაულს ,,შემოდგომა ქედაში" ესწრებოდნენ, დაათვალიერეს რეგიონის ღირსშესანიშნაობები, საქმიანი შეხვედრა გაიმართა ქედის თვითმმართველობის მოხელეებთანაც, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც ბატონმა ალექსეიმ აღნიშნა, ქედის მუნიციპალიტეტს შთაბეჭდილებების ქვეშ ტოვებს. გაეცნო ქედის კულტურის ცენტრის მუშაობის პრინციპს, ესწრებოდა ქედის საფეხბურთო კლუბის ,,ბეთლემი"-ს მატჩს, დაათვალიერა მახუნცეთისა და დაბის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე დაათვალიერა ქედის საწარმოები და ქედის ღვინის ქარხანაში - ,,კახური ტრადიციული მეღვინეობის" მიერ ყურძნის მიღებისა და გადამუშავების პროცესს დაესწრო.vvv

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?