მთავარი სიახლეების არქივი

უფასო სასადილოში მერიამ გეგმიური მონიტორინგი განახორციელა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამა - ,,სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა" მუნიციპალიტეტში 2005 წლიდან მოქმედებს.

დაბა ქედაში, უმწეოთათვის განკუთვნილია სასადილო, რომელიც პროგრამაში ჩართულ 23 ბენეფიციარს უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით ემსახურება. მარტოხელები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახები - ეს ის კონტიგენტია, რომელსაც პროგრამაში ჩასართავად ჯანდაცვის სამსახური უპირატესობას ანიჭებს.

პროგრამის მსვლელობას მერია პერმანენტულად უწევს მონიტორინგს. დღეის მდგომარეობით, სერვისი გამართულად ფუნქციონირებს და ბენეფიციარები კმაყოფილებას გამოთქვამენ.

პროგრამის ბიუჯეტი 25 185 ლარია და მას შპს ,,არსი 2" ახორციელებს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?