მთავარი სიახლეების არქივი

,,ცოცხალი წიგნები" ქედაში

პროექტ ,,ცოცხალი წიგნები"-ს ფარგლებში, ქედას ამჯერად თანამედროვე მწერლები გიორგი კაკაბაძე, ადიკო შუღლაძე, მანონი ბულისკირია, ხვიჩა ყალაბეგაშვილი და ნათია როსტიაშვილი სტუმრობდნენ. საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მესამე წელია კავშირი ,,პოეზიის მეგობართა კლუბი" ახორციელებს, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე ხელმძღვანელობს. ქედელმა მკითხველმა ავტორებისგან თავად მოისმინეს ლექსები, პროზაული ჩანახატები, შემოქმედების სხვადასხვა ნიმუშები. ქედის საჯარო ბიბლიოთეკას კი საჩუქრად ახალი გამოცემები და ლიტერატურული პერიოდიკა გადასცეს. საღამოს ქადაში მოღვაწე პოეტები და საზოგადოების სხვა წევრები ესწრებოდნენ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?