ტრენინგ-კურსი ქედაში - ,,ქალები აქტიურ პოლიტიკაში"
16 ივლისი 2018
16-19 ივლისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები სამართლიანობისთვის" ქედაში ქალბატონებისთვის ტრენინგ-კურსებს მართავს.
ორგანიზაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით პროექტს - ,,ქალები აქტიურ პოლიტიკაში" 2014 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანია ქალების გააქტიურება, მათი ჩართვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
პროექტი ხორციელდება რეგიონებში, სოფლის და თემის დონეზე. ტრენინგები იმართება თემებზე: ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია, საარჩევნო სისტემები, პოლიტიკური იდეოლოგები, შრომა და შრომითი ურთიერთობები.
ტრენინგებს გარდა ქედის, შუახევში მცხოვრები ქალბატონები ესწრებიან.
ღონისძიებას ორგანიზებას ქედის საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭო უწევს.