მთავარი სიახლეების არქივი

სოფელ მერისში, 8 აგვისტოს ომში დაღუპულ ეროვნულ გმირს ადგილობრივი პატივი მიაგეს

დღეს, სოფელ მერისში, რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს დაღუპული ეროვნული გმირის ხსოვნას.


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მცხოვრები უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე - 2008 წლის 10 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სოფელ ყელქცეულში 28 წლის ასაკში დაიღუპა. დატოვა 2 მცირე წლოვანი შვილი, მეუღლე და მშობლები.
გმირი ფრიდონ თურმანიძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.

მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ქედის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა მაიორმა მუხრან ბერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წევრებმა გმირის საფლავი საქართველოს დროშით, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?