მთავარი სიახლეების არქივი

სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის ხსოვნას მიაგეს პატივი

15 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.

დღეს, სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის - ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას მიაგეს პატივი.

გმირი ფრიდონ თურმანიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე, სოფელ ყელქცეულში, სამშვიდობოს გამოსული მეგობრის დასახმარებლად შებრუნდა, რა დროსაც რუსულ ჭურვებს შეეწირა. საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი 28 წლის ასაკში დაიღუპა. დატოვა 2 მცირე წლოვანი შვილი, მეუღლე და მშობლები.

გმირის საფლავი საქართველოს დროშით, გვირგვინითა და ყვავილებით მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომერემ ამირან ცინცაძემ, მოადგილეებმა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებმა, თვითმმართველობის მოხელეებმა, მეგობრებმა და საზოგადოების წევრებმა შეამკეს.

ღონისძიებას საგალობლებით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა“ აფორმებდა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?