მთავარი სიახლეების არქივი

შოთა ფარტენაძეს გამგებელმა ევროპის პრიზიორობა მიულოცა

ქედელი მოჭიდავე - შოთა ფარტენაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი მეორეგზის გახდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ დღეს ფალავანსა და მწვრთნელს ზაზა ღოღობერიძეს, მორიგი წარმატება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ შოთა სამაგალითო და საამაყო სპორტსმენია მუნიციპალიტეტში, დამწყები სპორტსმენებისთვის კი სტიმულის მიმცემი...მათ უნდა ჰქონდეთ მოტივაცია მუნიციპალიტეტის, რეგიონის, ქვეყნის სახელი გაიტანონ საზღვრებს იქით და ღირსეულად მოიპოვონ წარმატებები!. რაშიც ადგილობრივი თვითმმართელობა კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად დაუჭერს კვლავაც მხარს. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ აქტიურ სპორტსმენს, ვინც ქედელი ქომაგების გული არაერთხელ გაახარა. აღსანიშნავია, რომ შოთა ფარტენაძე მსოფლიო ჩემპიონატში მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში იასპარეზებს.ადგილობრივი თვითმმართველობა მორიგ წარმატებებს უსურვებს მას.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?