მთავარი სიახლეების არქივი

,,შინ მოვლის" პროგრამას ქედაში მედია ჯგუფი ადგილზე გაეცნო

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნული ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ავალიანმა, მედია ჯგუფის წევრებთან ერთად, ,,შინ მოვლის" პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქედის გამგებელთან დავით დუმბაძესთან. შეხვედრის მიზანი იყო მედია ჯგუფისთვის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთვის პროგრამით გათვალისწინებული სამომავლო გეგმების გაცნობა. ჯგუფის წევრებმა ბინაზე მოინახულეს პროგრამის ბენეფიციარი მარო თურმანიძე და თვითგადასაადგილებელი ეტლი თავად გადასცეს. ქალბატონმა მარომ სტუმრები ხელნაკეთობებით და საინტერესო ისტორიებით აღაფრთოვანა. პროექტი ქედაში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, არბაითერ - სამარიტერ - ბუნდის (ASB) საქართველოში და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?