შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში პირველი მაისის საჯარო სკოლის პირველობით დასრულდა

აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ, წელს პირველად ჩაატარა ქედის სკოლებს შორის პირად-გუნდური პირველობა ქართულ ჭიდაობაში, სადაც 8 წონით კატეგორიაში ქედის 7 საჯარო სკოლის 45 მოსწავლე ასპარეზობდა.
შეჯიბრება, რომლის უპირველეს მიზანს მოზარდ თაობაში ქართული ჭიდაობის უფრო მეტი პოპულარიზაცია და ქართული ჭიდაობის სექციებში მათი მასიური ჩაბმა წარმოადგენდა, მიმდინარე წლის 02 ივნისს, ქედის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლებში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
30 კგ.
I-კობა გოგუაძე (პირვ. მაისის საჯ. სკოლა);
II-საბა გოგუაძე (პირვ. მაისის საჯ. სკოლა);
III-ანრი ცინცაძე (ქედის საჯ. სკოლა).
35 კგ.
I-ნიკა აბაშიძე (დოლოგნის საჯ. სკოლა);
II-გიორგი სტელმახი (ქედის საჯ. სკოლა);
III-დიმა გოგიტიძე (ოქტომბრის საჯ. სკოლა).
40 კგ.
I-დავით ფარტენაძე (ქედის საჯ. სკოლა);
II-ბაჩანა ცინცაძე (ქედის საჯ. სკოლა);
III-ენრი გოგუაძე (პირვ. მაისის საჯ. სკოლა).
45 კგ.
I-დიეგო დიასამიძე (ქედის საჯ. სკოლა);
II-მირზა გურგენიძე (პირვ. მაისის საჯ. სკოლა);
III-ანრი ბედინაძე (დოლოგნის საჯ. სკოლა).
50 კგ.
I-ნოდარ ლორთქიფანიძე (დოლოგნის საჯ. სკოლა);
II-ლუკა ღოღობერიძე (პირვ. მაისის საჯ. სკოლა);
III-გიგა თურმანიძე (ქედის საჯ. სკოლა).
55 კგ.
I-ლევან თავდგირიძე (მახუნცეთის საჯ. სკოლა);
II-ვიტალი ქადიძე (პირვ. მაისის საჯ. სკოლა);
III-საბა გოგუაძე (პირვ. მაისის საჯ. სკოლა);
60 კგ.
I-გიგა შავლიძე (პირვ. მაისის საჯ. სკოლა);
II-ბაჩუკი თურმანიძე (უჩხითის საჯ. სკოლა);
III-ანრი გოგუაძე (ქედის საჯ. სკოლა).
+60 კგ.
I-ნოდარ ლორთქიფანიძე (დოლოგნის საჯ. სკოლა);
II-დიეგო დიასამიძე (ქედის საჯ. სკოლა);
III-ნიკა აბაშიძე (დოლოგნის საჯ. სკოლა).
მსაჯთა კოლეგიის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გუნდური პირველი ადგილი დამსახურებულად ერგო სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის ქართული ჭიდაობის ნაკრებ გუნდს, რომელსაც ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, საპატიო სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ მედლებით, სიგელებით და თასებით დააჯილდოვა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |