სასპორტო სკოლის დირექტორად გივი ბარამიძე დაინიშნა
ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, დღეს ქედის სასპორტო სკოლის დირექციას, მწვრთნელებს და წრის ხელმძღვანელებს ახალი დირექტორი წარუდგინა. გივი ბარამიძე დღემდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. იგი წლებია სპორტული ოჯახის აქტიური წევრია. წარდგენას ყოფილი დირექტორი, ამჟამად საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე არჩილ გორგილაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე ესწრებოდნენ. გივი ბარამიძე 1953 წლის 1 იანვარს, დაბა ქედაში დაიბადა. განათლებით აგრონომი. 1978 - 1992 წწ - ქედის ფიზიკური აღზრდის მეთოდისტად მუშაობდა; 1992 წლიდან - მუშაობა განაგრძო მწვრთნელის პოზიციაზე ქედის სასპორტო სკოლაში. 2008-2017 წწ - ქედის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილედ. ფლობს რუსულ ენას. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ტელ: 0425 25 00 53 ელ-ფოსტა: sasportoqeda@gmail.com
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |