მთავარი სიახლეების არქივი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა კვლევის ძირითად მიგნებებზე ისაუბრეს

საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გიორგი ჩარკვიანმა და ანა ლობჯანიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კვლევის - „ქალები და მობილობა" ძირითადად მიგნებებებზე და რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

როგორია ქალებისა და გოგოების ყოველდღიური გადაადგილების რეჟიმები და მათი მიმართება გენდერულ სტერეოტიპებსა და გენდერულ როლებთან, გადაადგილების რა გენდერული საჭიროებები და ბარიერები არსებობს და რა გავლენა აქვს გადაადგილების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ბარიერებს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რა ტიპის გადაადგილების საშუალებებს ირჩევენ ქალები და რა განაპირობებს ამ არჩევანს, რამდენად არის მუნიციპალური ტრანსპორტი მორგებული ქალებისა და გოგოების საჭიროებებზე, მათ შორის, განსხვავებულ საჭიროებებზე, რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ქალთა ყოველდღიური გადაადგილების რეჟიმებსა და გადაადგილების საშუალებების მისაწვდომობაზე - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს.

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერი- ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?