საკრებულოში 2019 წლის პირველ მორიგ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა








ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 2019 წლის პირველი მორიგ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ გაწეული მუშაობის შესახებ ანაგრიში წარადგინა. თავმჯდომარემ ისაუბრა საკრებულოს საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, საკრებულოს წევრების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოქალაქეების როლის გაზრდაზე.
- უკვე დაწყებულია და მთავრობას აქვს 2019-2025 წლების სტრატეგია ხელისუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ. მმართველობის ეს სტილი მიღებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საშუალებას მოგვცემს ჩვენ თვითონ განვსაზღვროთ მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებები. ამ შემთხვევაში ხდება მუნიციპალიტეტის უზრუნველყოფა, როგორც ფინანსური ისე მატერიალური საშუალებებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის 01 იანვრიდან ძალაში შევიდა მუნიციპალიტეტის დაფინანსების, კერძოდ დღგ-ს განაწილების ახალი წესი, რამაც საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაზრდილიყო წლიური ბიუჯეტი. ეხლა მიდის მსჯელობა საშემოსავლო გადასახადის პროპორციულად განაწილების პრინციპის შესახებ, რაც კიდევ უფრო მოგვცემს საშუალებას ბიუჯეტი იყოს უფრო მზარდი - აღნიშნა შუქრი თურმანიძემ
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მოისმინეს მოქალაქე დავით ანანიძის მიერ წარდგენილ პეტიციაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში, რომლის თანახმად მიმდინარე წელს ზვარის ადმინისტრაციულ ცენტრში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია კეთილ მოწყობა და განთავსდება დასასვენებელი სკვერი.
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სულ ოთხი საკითხი განიხილეს და მიღებული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორ ნორმატიულ აქტზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |