მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს წევრების საჯარო შეხვედრები

ქედის საკრებულოს წევრები პროექტში - „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“, აქტიურად ჩაერთნენ.

პროექტის მენეჯერებთან კოკა კიღურაძესთან და კოტე კანდელაკთან ერთად, პროგრამაში ჩართულმა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა - ამირან წულუკიძემ, ლევან ვერძაძემ, ამირან ცინცაძემ და მარინა ბარამიძემ, ახალგაზრდებთან, მეწარმე ქალებთან, წონიარისისა და მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან პროგრამის ფარგლებში პირველი საჯარო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან დასახელებულ საჭიროებებს საკრებულოს წევრები გააცნობენ როგორც საკრებულოს, ასევე, მათ გადასაჭრელად იშუამდგომლებენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან. მოსახლეობის საჭიროებები აისახება საკრებულოს წევრის სამუშაო გეგმაში, რომელიც განთავსდება ელექტრონულ პლატფორმაზე ,,ჩემი საკრებულო“ და ეტაპობრივად მოხდება მათთვის ანგარიშის ჩაბარება.

პროექტი ქედაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება, ამომრჩეველსა და საკრებულოს წევრს შორის ეფექტური, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების დანერგვა და კარგი პრაქტიკის დამკვიდრება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?