საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლით სხდომაზე წმინდა დიაკონი სევერიანეს სახელობის სკვერის სახელდებაზე იმსჯელეს




2023 წლის 14 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტის ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში (ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისის გასვლითი №01 სხდომა, რომლის მიზანი სოფელ ზვარეში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ: 21.06.31.217) „წმინდა დიაკონი სევერიანეს სახელობის სკვერი“-ს სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა იყო, რომელსაც სოციალური კომისიის თავმჯდომარე - ოთარ ხარაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითის განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარე - ამირან ცინცაძე მიესალმა შეკრებილ მოსახლეობას და გააცნო მიზეზი რისთვისაც მიზანშეწონილად ჩაითვალა კომისიის გასვლითი სხდომა, თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა აუცილებელია საერთო საქმეების განხილვსას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგის შესაბამისად იმსჯელეს საკრებულოს წევრის ამირან წულუკიძის მიერ ინიციირებულ საკითხზე - „ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის „წმინდა დიაკონი სევერიანეს სახელობის სკვერი“-ს სახელის მინიჭების შესახებ“ განკარგულების პროექტზე. მომხსენებელმა ისაუბრა მამა სევერიანეს მოღვაწეობის შესახებ და აღნიშნა, რომ დიაკონი სევერიანე პირველი აჭარელი მართლმადიდებელი სასულიერო პირი იყო 300-წლიანი თურქთა ბატონობის შემდეგ.
კომისიამ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ერთხმად მოიწონა და მიზანშეწონილად მიიჩნია შესაბამისი პროცედურების გავლით საკითხის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცება.
კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს, საკრებულოს წევრებს, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს და იქ შეკრებილ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა საკითხით დაინტერესებისა და ჩართულობისთვის.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |