საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი მოსმენა გაიმართა






2022 წლის 17 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში N01-06/20 რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 1 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (თავმჯდომარე - ამირან წულუკიძე), ახორციელებს საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას „ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტზე.
მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2022 წლის 21 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე საკრებულოს აპარატში.
საკრებულოს დარგობრივი კომისიები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით თავიანთ დასკვნებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წარუდგენენ არაუგვიანეს 23 ნოემბრისა, ხოლო კომისიების სხდომები ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით (მის: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი):
- სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისის სხდომა - 22 ნოემბერი, 12:00 სთ;
- სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა - 22 ნოემბერი, 14:00 სთ;
- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა - 22 ნოემბერი, 15:00 სთ;
- ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისის სხდომა - 22 ნოემბერი - 16:00 სთ;
- საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა - 24 ნოემბერი, 16:00 სთ.
განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2022 წლის 23 დეკემბერს დღის 16:00 საათზე, ხოლო „ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2022 წლის 30 დეკემბერი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ როგორც ბიუჯეტის პროექტს, ასევე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადებს, ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.gov.ge
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |