საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
2020 წლის 12 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი №01-06/09 სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (თავმჯდომარე - ამირან დევაძე). დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2020 წლის 31 აგვისტოს დღის 18:00 საათამდე - სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული). ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2020 წლის 01 სექტემბრის დღის 16:00 საათზე, ხოლო დადგენილების გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 04 სექტემბერი.
მეორე საკითხად განიხილეს ქედის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული, დაბა ქედა, თამარ მეფის ქუჩა, I ჩიხი, №1-ში მდებარე 2 (ორი) ერთეული ქონების (საცხოვრებელი ბინის) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული 2 (ორი) ერთეული ქონების (საცხოვრებელი ბინის) უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემა, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში, იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის (ოჯახებისათვის) არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
მესამე საკითხად საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2020 წლის II კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |