საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
                                
                                        22 ნოემბერი 2019                                
                                
                                
                                
                                
                                                                    
                                        
                                          
                                            
                                                
                                            
                                              
                                            
                                                
                                            
                                              
                                            
                                                
                                            
                                              
                                            
                                                
                                            
                                                                                
                                                            
                            
                                            
                                            
                                            
                                            2019 წლის 20 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ №01-06/17 სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა 6 საკითხი განიხილეს. სხდომას, რომელსაც 24 წევრიდან 17 ესწრებოდა, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა.
- მხარდაჭერილი იქნა „„ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულოს დადგენილების პროექტი.
 - საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. მიღებული გადაწყვეტილებით განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2019 წლის 20 დეკემბერს, დღის 16:00 საათზე (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული, სხდომათა დარბაზი), ხოლო აქტის გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 27 დეკემბერი.
 - საკრებულომ, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიციის საფუძველზე, ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზისთვის (ს/კ №21.03.35.040) ,,გურამ ჯიჯავაძის სახელობის ქედის საჭიდაო დარბაზი“-ს სახელის მინიჭებას, რომელსაც თან ახლდა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის 2019 წლის 04 ნოემბრის №18 სხდომის ოქმი (დადებითი დასკვნა), ერთხმად დაუჭირა მხარი.
 - ცნობად იქნა მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის მე-3 კვარტალში შესრულებული სამუშაოს ანგარიშები.
 
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
                            
        
            დაუკავშირდი მერიას
        
        
            დაუკავშირდი საკრებულოს
        
                                
                                
                                    
                                
                            
                            
                        
                სიახლეების არქივი
2025
ნოემბერი
| კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | 
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 
| 30 |