საკრებულოს მორიგ სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს



2023 წლის 30 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/09 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 18 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღისწესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული საკრებულოს მიერ.
საკრებულომ მეორე საკითხად დაამტკიცა ა(ა)იპ - „ქედის ისტორიული მუზეუმზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უვადოდ, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომლითაც ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ქედა ტ. აბუსერიძის ქ.№10-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 269.35 კვ.მ. ფართი (ს/კ 21.03.33.016.01.520) გადაეცა ა(ა)იპ ქედის ისტორიული მუზეუმს, უვადოდ (მისი არსებობის ვადით), უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.
სხდომაზე მესამე საკითხად განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით შპს „ქედის წყალკანალი“-სათვის გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. აღნიშნული ქონების შპს „ქედის წყალკანალი“-ზე გადაცემით ორგანიზაცია დროულად მოახდენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული სასმელი წყლის სისტემის აღდგენას, დაცვას და მოვლა-შენახვას.
დღის წესრიგის შესაბამისად, საკრებულომ მეოთხე საკითხად განიხილა და ქედის მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მისცა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, შპს „ქედის წყალკანალი“-სათვის გადაცემაზე, რომლითაც შპს „ქედის წყალკანალ“-ს ადმინისტრაციის ოფისისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით, მისი არსებობის ვადით გადაეცა დაბა ქედაში, 26 მაისის ქუჩა N2-ში ახალი 86,0 კვ. მეტრი საოფისე ფართი (ს/კ 21.03.35.008.01.506), მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 86,0 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ 21.03.35.008.01.506).
სხდომაზე ასევე განიხლიეს აჭარის წყლის ალიანსისთვის ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც საკრებულოს ხმათა უმრავლესობით ერთხმად იქნა მიღებული. სს ,,აჭარის წყლის ალიანსი“-ს მიერ დაგეგმილია დაბა ქედაში ახალი ადმინისტრაციული ოფისის აშენება, მაგრამ ახალი შენობის აშენებამდე, პროექტების დაუბრკოლებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია ორი წლის ვადით სს „აჭარის წყლის ალიანსი“-ს გადაეცეს ტბელ აბუსერიძის ქუჩა N5-ში (ს/კ 21.03.33.005) მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე მდებარე 98,92 კვ. მეტრი ფართი, რომლის ნარჩენი საბალანსო ღირებულება შეადგენს 2672,77 ლარს.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |